06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ყარაბაღში სადამკვირვებლო სამშვიდობო მისიის შესახებ, მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმსჯელებენ - აშშ-ის სახდეპი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახლო მომავალში ყარაბაღში სადამკვირვებლო სამშვიდობო მისიის შესახებ, მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმსჯელებენ. მეთიუ მილერის თქმით, პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება და ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაა. მილერმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა მიესალმება მსგავს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას.

პარალელურად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი და რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს. სომხეთის ცნობით ყარაბაღიდან უკვე 65 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

დღის ამბები