15 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
სანქციები ევროკავშირის მწყობრი პოლიტიკაა რუსეთის წინააღმდეგ და სანქციებისთვის თავის არიდებას აქვს მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია, ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის მოწოდებაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი განმარტებით, "სანქციები ევროკავშირის მწყობრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ და სანქციებისთვის თავის არიდებას მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი აქვს".

"მარტივია იმისი აღქმა, რომ სანქციები არის ევროკავშირის მწყობრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ და სანქციებისთვის თავის არიდებას აქვს მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატიულ რელსებზე. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ რაიმე ტიპის პრობლემას იმ განცხადებაში, რომელიც ითქვა, პირიქით, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები