15 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
მელია უკვე ამ ქორწინებისთვის არ აღმოჩნდა სასურველი პარტნიორი და ახლა სხვაგან დააწყვილებენ... ხაბეიშვილს ალბათ პრეტენზიაც არ ექნება - ვისთანაც უნდათ იმასთან დააქორწინონ - ალუდა ღუდუშაური

"ნიკა მელია ძალიან კარგად გრძნობს, რომ ამ პარტიასთან ყოფნა უკვე არის ხარაკირის ტოლფასი" - ამ სიტყვებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მელიას ენმ-ის განერიდა, რომ "როგორღაც გადარჩეს."

"როგორც ჩანს, ნიკანორ მელია უკვე ამ ქორწინებისთვის არ აღმოჩნდა სასურველი პარტნიორი და ახლა მას სხვაგან დააწყვილებენ, სხვა ქორწინებაში გაუშვებენ და ბატონ ხაბეიშვილს ალბათ პრეტენზიაც არ ექნება - ვისთანაც უნდათ იმასთან დააქორწინონ. გაიყარნენ ხაბეიშვილი და მელია და შეეყარნენ ვაშაძე და ხაბეიშვილი. რეალური მმართველები სააკაშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის სახით გყავს პარტიაში, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. ნიკა მელია ძალიან კარგად გრძნობს, რომ ამ პარტიასთან ყოფნა უკვე არის ხარაკირის ტოლფასი და ის ცდილობს, რომ ახლა ადამიანური თვალსაზრისით მაინც განერიდოს და გავიდეს განზე, რადგან როგორღაც გადარჩეს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები