"ეს საკითხი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ახალი თემაა. სინამდვილეში, ეს საკითხი ივნისში დადგა და ამ მხრივ, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას კომუნიკაცია აქვთ სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ პროგრამის აღდგენაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლაც იყო მისია ჩამოსული და მათი შეფასებები ძალიან პოზიტიურია.
"ახლაც იყო მისია ჩამოსული და მათი შეფასებები არის ძალიან პოზიტიური. იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებაც პოზიტიური იქნება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის თავდასხმები, რომელიც ახლა ეროვნულ ბანკზეა, სწორედ ის თავდასხმებია, რაც ჩვენს პარტნიორებს აყოვნებს ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სიხარულით იყენებს ყველა ამ შესაძლებლობას, რომ რამენაირად პრობლემა შეუქმნას ამა თუ იმ სექტორს. ხედავენ, რომ შეუძლიათ, საკუთარი ყალბი აჟიოტაჟით რაიმენაირად ზიანი გამოიწვიონ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.