15 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით 2 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო - საერთაშორისო გამჭვირვალობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობ"ა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ტენდენციებზე საუბრობს.

ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა, მათი განცხადებით, იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით 2 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ- ივნისის მაჩვენებელზე 1.6 მეათედი პროცენტით მეტია.

აქცენტი გაკეთდა ღვინის ექსპორტზე. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც".

"ის, რომ ბიზნესი ვითარდება სხვადასხვა კომპანიები იხსნება, ეს აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერია. საქართველოში მოქმედებს კანონები, კონსტიტუცია მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეს რუსი, ამერიკელი ირანელი თუ ა.შ. ვინც კანონს დაარღვევას, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება,"- აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე. 

 

დღის ამბები