06 ოქტომბერი 2024,   23:17
ვრცლად
ვაზიანის მე-4 ბრიგადაში, მზის ენერგიის პანელების მოწყობა დასრულდა

ვაზიანის მე-4 ბრიგადაში, მზის ენერგიის პანელების მოწყობა დასრულდა. ფოტო-ვოლტური ელექტროსადგური თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

პროექტი საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს, რაც უწყების ბიუჯეტის თანხებს დაზოგავს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებშიც იგეგმება.
 

დღის ამბები