06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
უკრაინაში, ომის 584-ე დღეა - ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინაში, ომის 584-ე დღეა - ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღე ღამის განმავლობაში რუსული იერიშის სამიზნე გახდა დონეცკის ოლქი, შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხერსონში კი - 3. ოკუპანტებმა უკრაინას 40 დრონით შეუტიეს, საიდანაც 30 შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია.

აგრესორის სამიზნე გახდა სუმის ოლქის საზღვრის გასწვრივ მდებარე 9 დასახლება, რამაც 100-ზე მეტი აფეთქება გამოიწვია. თავდაცვის პარალელურად უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს მელიტოპოლში და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს.

"გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის საჰაერო ძალებმა 11 დარტყმა განახორციელა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ფოკუსირებულ უბნებზე და 2 დარტყმა მოწინააღმდეგის საჰაერო სარაკეტო კომპლექსებზე. სარაკეტო ქვედანაყოფებმა დაარტყეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს. გასულ დღეს მოწინააღმდეგის სავარაუდო დანაკარგები იყო: 470 ოკუპანტი, 4 ტანკი, 12 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 38 საარტილერიო სისტემა, 1 თავდაცვითი მოწყობილობა, 18 მანქანა და 2 სპეცტექნიკა," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, პეტრო გასაჟი

დღის ამბები