06 ოქტომბერი 2024,   22:01
ვრცლად
NASA-ს ჰაკათონი ბრუნდება- პროექტის პარტნიორია ფონდი Kettari

მათთვის, ვისაც კოსმოსი, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასტრონომია აინტერესებს, თბილისში NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება.

ჰაკათონში მონაწილეობა პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.

ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.

გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს.

ჰაკათონის მონაწილეებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 20-ზე მეტმა გუნდმა გამოთქვა სურვილი.

ინფორმაციისთვის, NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრებას ეცდებიან.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ვორკშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

• მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები - რუდოლფ ერემიანი

 • პროტოტიპირება - რუსო ჩაჩანიძე, ლუკა კაკაბაძე

• Large Language Models-ის საფუძვლები - გიორგი ჯვარიძე

• ასტროფოტოგრაფია-სანდრო შუღლაძე

• UI/UX დიზაინის საფუძვლები -ნიკ ოსიპოვი

NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.

 

 

(R)

დღის ამბები