06 ოქტომბერი 2024,   22:13
ვრცლად
პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გასული 9 თვე შეაჯამა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა. როგორც გასული 9 თვის ანგარიშშია აღნიშნული, გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში.

მიმდინარე წლის 9 თვეში, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ 657 შუამდგომლობა განიხილა, რომელთა 87% სრულად, 4% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 9%-ზე კი უარი ითქვა.

შუალედური ანგარიში დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და ექსპერტებს სამსახურს ხელმძღვანელმა გააცნო. ღონისძიებაზე ასევე, განიხილეს "პერსონალური მონაცემთა დაცვის" შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხები. სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ახალი კანონით უზრუნველყოფილი იქნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ეფექტიანობის დაცვაც. კანონი 2024 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.

დღის ამბები