06 ოქტომბერი 2024,   22:45
ვრცლად
"აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით"- "ჯორჯიან ეარვეისი"

"ჯორჯიან ეარვეისის" ცნობით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს თელ -ავივი-თბილისის მიმართულებით, ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.

მათივე ცნობით, ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი.

კომპანია საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

"ძვირფასო მგზავრებო, სო-ქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ ავივი-თბილისის მიმართულებით, თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.
უახლოეს რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი.

ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი", - აღნიშნულია "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები