06 ოქტომბერი 2024,   22:41
ვრცლად
თერჯოლა ღვინის დღეებს მასპინძლობს - ფესტივალი კონცერტით დასრულდება

თერჯოლა ღვინის დღეებს მასპინძლობს. ღონისძიებები დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში მიმდინარეობს.

საფესტივალო პროგრამა მოიცავს იმერული ღვინის დეგუსტაციას და გამოფენა-გაყიდვას, მოწყობილია საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ტარდება მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში, მსურველებს შეუძლიათ თავად დაწურონ ყურძენი საწნახელში, დაამზადონ თიხის ჭურჭელი, მოხატონ ღვინის ჭიქები და ბოთლები. ფესტივალი კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები