06 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა - მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მანქანები

ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. საბურთალოს რაიონში, მინდელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ მანქანას დაეცა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული.

როგორც "რუსთავი2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქარმა პრობლემები შექმნა ვაჟა-ფშაველას, პოლიტკოვსკაიას და ზაქარიაძის ქუჩებზე.

მოგლეჯილია რამდენიმე ხე და დაზიანებულია იქვე მდგომი მანქანები, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნული ტერიტორიები უკვე გაასუფთავეს.

 

დღის ამბები