06 ოქტომბერი 2024,   22:06
ვრცლად
ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა - დაზიანებულია მანქანები

თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი. ფაქტის დამადასტურებელი ფოტო მასალა, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო, პრობლემები დედაქალაქის სხვა ქუჩებზეც შეიქმნა. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მანქანები. ფოტოებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

დღის ამბები