06 ოქტომბერი 2024,   22:36
ვრცლად
მორიგი ავიარეისი თელ-ავივიდან თბილისში - სამშობლოში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა

თელ-ავივიდან თბილისში გვიან ღამით, მორიგი ავიარეისი შესრულდა. სამშობლოში
საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა.

ისინი ისრაელში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისრაელის ძალოვანი უწყებები ვითარებას აკონტროლებენ.

"ვითარება კონტროლის ქვეშ არის. ისრაელი ძალიან ძლიერი ქვეყანაა, რაც გაკეთდა, ეს გააკეთეს ტერორისტებმა. დახვრიტეს ხალხი, მათ შორის ბავშვები. მაგრად, იმდენად ძლიერი არმია ჰყავს, იმდენად ძლიერია ისრაელი, რომ ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. უკვე კონტროლირებადია ყველაფერი, საქმე წინ მიდის და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელი გაიმარჯვებს", - განაცხადა ლია შავიტმა.

დღის ამბები