06 ოქტომბერი 2024,   22:06
ვრცლად
მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, კომპანია "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი ობიექტია.

კალაძის თქმით, ობიექტზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, საჭიროა მისი სრული დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.

ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში გუშინ პრობლემები შექმნა. მარიჯანის ქუჩაზე სტიქიამ კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა და იქვე მდგომი ავტომობილები დააზიანა.

"არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, არანაირი მშენებლობა იქ არ ყოფილა, ეს არის ძველი აშენებული შენობა-ნაგებობა, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები ალბათ გსმენიათ და აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი მათგანია ამ გაუბედურებული ადამიანების, რომელსაც ჩვენ დავუდექით გვერდით და ჩვენ მოვაგვარეთ აღნიშნული პრობლემა, რომელიც ათეულობით წელია არსებობდა. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები