06 ოქტომბერი 2024,   22:38
ვრცლად
პროფესიული განათლების ახალი ხედვა - მთავრობამ განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება დაიწყო

მთავრობამ განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება დაიწყო. პრემიერის განცხადებით, მილიარდი ლარი გამოიყო ბაგა-ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის და იგივე რაოდენობის თანხა სკოლების მშენებლობაზეც. 2012 წლიდან დღემდე კი, პროფესიული განათლების ბიუჯეტი გაოთხმაგდა. საქართველოში ამ დროისთვის, 30 საჯარო და 45 კერძო პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებს. რეკორდული, 95 მილიონი იყო წელს გამოყოფილი პროფესიული განათლებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროფესიული განათლების განვითარებისთვის 200 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

პრემიერ-მინისტრის შეთავაზება საინტერესო აღმოჩნდა ბიზნესისთვის. პრეზენტაციის შემდეგ ითქვა, რომ სწორედ კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობას ეფუძნება პროფესიული განათლების სისტემური განვითარება.

საჯარო შეთავაზება ბიზნესს, კვალიფიკაციების განახლება, დაფინანსების ახალი მოდელი, მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდა, პროფესიული კოლეჯების მართვა - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლის ეფექტურად განხორციელება, პროფესიული განათლების ხარისხს გაზრდის. განათლების მინისტრმა დღეს ახალი ხედვა წარადგინა და იმ სიახლეზეც ისაუბრა, რომლის შედეგად სკოლებში პროფესიული სწავლების ინტეგრირება მოხდება.

მოთხოვნა მიწოდებას შორის, ბაზარზე დღეს არსებული დისბალანსის აღმოფხვრა, პრემიერის განცხადებით, პროფესიული განათლების პოპულარიზებით შეიძლება. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახალი კონცეფცია დასაქმების 100 პროცენტიან წინაპირობას შექმნის.

პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისთვის, სამინისტრო ახალი კონცეფციით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვას, მიმდინარე წლიდან გეგმავს.

დღის ამბები