06 ოქტომბერი 2024,   22:03
ვრცლად
ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. სამი რეისი თელ-ავივიდან თბილისში დღეს ღამითაც შესრულდა.

მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო. მათი ინფორმაციით, ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა კონტროლის ექვემდებარება. ჰყვებიან იმასაც, რომ გამოფრენამდე განგაშის სიგნალი თელ-ავივის აეროპორტში რამდენჯერმე გაისმა.

დღის ამბები