06 ოქტომბერი 2024,   22:10
ვრცლად
იცი როგორ გაიგო, რომელია Samsung-ის ოფიციალური პროდუქტი საქართველოში?

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მოგიწოდებს შეიძინო სამსუნგის სმარტფონები  მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან მისი შეძენისას  შენ ყიდულობ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, რომლებიც მუდმივად გადიან სწავლებებს და იმაღლებენ კვალიფიკაციას; იმ შემთხვევაში თუ სმარტფონის დაზიანებული ნაწილის შეცვლა გახდება საჭირო (მაგ: ეკრანი, აკუმულატორი, დინამიკი, ა.შ.), იგი  ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილით. სამსუნგის ოფიციალურ სერვის ცენტრში,  დაზღვეული იქნები მეორადი ან არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისაგან; ჰოლოგრამიან სმარტფონებზე შენ გექნება წვდომა რეგიონისთვის განკუთვნილ ყველა ოფიციალურ სერვისზე,  პროგრამაზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე;  სამსუნგის ოფიციალური სერვის-ცენტრები საქართველოში: „ტექნოსერვისი“, „ტექპოინტი“ და  „ელიტ სერვისი“.

ოფიციალური პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილო სამსუნგის ვებ-გვერდზე: samsung.com/ge. აქვე შეგიძლია შეამოწმო შენი არსებული სმარტფონი არის თუ არა ოფიციალური ჩვენი რეგიონისთვის. „შეამოწმე SKU“ გრაფაში შეიყვანე შენი მოდელის კოდი (რომელსაც მარტივად, სმარტფონის პარამეტრებში ნახავ) და გაიგე სტატუსი.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალურ პროდუქტს საქართველოში შეიძენ: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი, კარფურსა და ასევე ყველა იმ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის სმარტფონები სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

 

 

(R)

დღის ამბები