06 ოქტომბერი 2024,   22:36
ვრცლად
​ნანუსი კალანდაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - ის მძიმე სიმპტომებით მიმდინარე დაუდგენელ დაავადებას ებრძვის

ნანუსი კალანდაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ის დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, რომელსაც უმძიმესი სიმპტომები აქვს. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. უჭირს გადაადგილება, კვება.

ექიმებმა ახალგაზრდა ქალს საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც მას მედიკოსებმა საზღვარგარეთ გამგზავრების რეკომენდაცია მისცეს. მას ახლა თურქეთში სამკურნალოდ წასვლა უწევს. კვლევები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, საჭიროა 20 ათას ლარზე მეტის მოგროვება.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ აღნიშნულ ანგარიშის ნომრებზე.

საქართველოს ბანკი : E32BG0000000580690831

თიბისი ბანკი: GE49TB7209645068100002

დღის ამბები