06 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
"მზიურის" პარკში, ახლადმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში, კონცერტი გაიმართა

"მზიურის" პარკში, ახლადმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში, კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ.

თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ "მზიურის“ ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს, ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა.

პროექტის ფარგლებში კი, ადგილზე საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო სივრცე, გადმოსახედი, გარე განათება და სარწყავი სისტემები მოეწყო. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები.

დღის ამბები