06 ოქტომბერი 2024,   22:35
ვრცლად
ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ შეწყვეტილა - ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ Georgian Airways-ი ხვალიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს, მაგრამ ამატებს დამატებით რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

შესაბამისად, ვისაც ისრაელიდან თბილისის მიმართულებით უნდა წასვლა, და ვერ ახერხებს პირდაპირ რეისზე ბილეთის შეძენას, შეუძლია, ლარნაკაში გადაჯდომის სერვისით ისარგებლოს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Georgian Airways-ი წყვეტს ფრენებს, El Al-ი, Israir-ი და Arkia კომპანიები განაგრძობენ პირდაპირ ფრენებს ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით:

"ერთადერთი ცვლილება და სიახლე არის ის, რომ სადაზღვეო კომპანიები, რომლებიც არ აზღვევენ ისრაელის მიმართულებით ავიაკომპანიის, როგორც ფრენას, ასევე ბორტს და ამის შესახებ შეატყობინეს Georgian Airways-ს, რის შემდეგაც კატეგორიულად მოსთხოვეს გაეჩერებინათ ფრენები. Georgian Airways-ი ხვალიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს, მაგრამ ამატებს დამატებით რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით. აგრძელებს ფრენებს როგორც El Al-ის კომპანია, ისე Israir-ი და  Arkia. El Al-ს ყოველდღიური ფრენები აქვს Israir-სა და "აირკეას" კვირაში ორჯერ ექნება ფრენა თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. ასე რომ, პირდაპირი რეისები საქართველოს მიმართულებით არ შეწყვეტილა. ვისაც აქვს სურვილი, დროულად გამოემგზავროს ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით და ვერ ახერხებს პირდაპირ რეისზე ბილეთის შეძენას, შეუძლია, ისარგებლოს ლარნაკაში გადაჯდომის სერვისით. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის მიმართულებით, როგორც "ელალის" ასევე "ჯორჯიან ეარვეისის" რეისზე, ადგილები თავისუფალი იყო,"- აცხადებს ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია. 

დღის ამბები