06 ოქტომბერი 2024,   22:15
ვრცლად
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიზანი საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაა. ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია.

მემორანდუმი, კიბერსწავლებებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს.


 

დღის ამბები