06 ოქტომბერი 2024,   22:45
ვრცლად
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ მისაქციელში სკოლის მიმდებარედ 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე" სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე მოსწავლეები თავად იზრუნებენ.

ღონისძიების მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

დღის ამბები