06 ოქტომბერი 2024,   22:02
ვრცლად
დათო ევგენიძე: "იმედია, ეს მისი მხრიდან ბოლო მცდელობაა, რომ ხელოვანი ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და გადაიყვანოს ვითომ ახალ ასოციაციაში"

"საოცრებაა, ამ ადამიანს, გიგა კობალაძეს, ისეთი ფანტაზიის უნარი აქვს, რატომღაც გონია, რომ საქართველოში ყველა ბრმა, ყრუა და ვერ მიხვდებიან, რომ ეს ისევ გიგა კობალაძეა, რომელმაც 18 მილიონი მოპარა საქართველოს ხელოვანებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსი და კომპოზიტორი, დათო ევგენიძე წერს. 

"უკვე მერამდენე კომპანია შექმნა ავტორების ქურდობის გამო, სისხლის სამართალში გადაცემული GCA-ს მაგივრად.

როგორც მითხრეს, ხვალ ეს გიგას გამოგონილი ასოციაცია კრებას მართავს და ხელოვანები მოტყუებით მიჰყავთ ვითომ ახალ ასოციაციაში.

იმედია, ეს მისი მხრიდან ბოლო მცდელობაა, რომ ხელოვანი ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და გადაიყვანოს ვითომ ახალ ასოციაციაში," - წერს დათო ევგენიძე. 

 

 

 

 

(R)

დღის ამბები