ცესკო ელექტრონული არჩევნების მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფაქტებზე საუბრობს.
"საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე გამოიყენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია," - ასეთია დასკვნა, რომელიც ელექტრონული საშუალებების აუდიტის ანგარიშის შედეგად გამოქვეყნდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს არჩევნების მოდერნიზების პროცესის წარმატებით განსახორციელებლად. ამ ფონზე კი უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება.