06 ოქტომბერი 2024,   22:00
ვრცლად
არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ კომისია ერთ ნაბიჯით მაინც გადაუხვევს კანონის აღსრულებას - კახა ბექაური მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ კომისია ერთ ნაბიჯით მაინც გადაუხვევს კანონის აღსრულებას. ამის შესახებ მან მან მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, საქმის წარმოების მთელი პროცესი საჯაროა და საზოგადოებას აქვს საშუალება თვალი ადევნოს მის მიმდინარეობას.

"აღსრულების ნაწილშიც, ამ ახალი რეგულაციების შემოღებამდეც ბევრი სტანდარტი იყო და შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ კომუნიკაციების კომისიამ, კანონიდან თუნდაც ერთი ნაბიჯით გადაუხვია. ამიტომ, აქაც არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ კომისია გადაუხვევს კანონის აღსრულებას, რადგან ჩვენი პროცესი გამჭვირვალეა, ამას საზოგადოება აკვირდება და ჩვენ, საჯაროდ გვაქვს წარმოების მთელი პროცესი. ამ ყველაფერს დავინახავთ, ეს ძალიან მალე იქნება", - განაცხადა კახა ბექაურმა.

დღის ამბები