01 ივლისი 2024,   15:00
ვრცლად
ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

ტელეკომპანია "ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, მამაკაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ის ერთ ადამიანს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს. მას ფეხი აქვს მოტეხილი. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები