03 ივლისი 2024,   12:14
ვრცლად
საბერძნეთში ძლიერი ხანძრის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია გახდა საჭირო - ტემპერატურა +44 გრადუსს აღწევს
საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში ათობით ცეცხლის კერაა. 
 
ძლიერი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ დასახლებაში დაიწყო. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აფერხებს. ქალაქში +44 გრადუსი დაფიქსირდა
 
სტიქიის ზონაში 78 მეხანძრე-მაშველი და 26 სპეცტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოყენებაც გახდა საჭირო.
დღის ამბები