01 ივლისი 2024,   14:36
ვრცლად
ეს არის მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც, დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწადნახევარში - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრს კითხვა დაუსვეს "წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის" დასკვნისდ თაობაზე. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც.

მისივე განმარტებით, დასკვნაში საუბარი იყო სეირნობასთან დაკავშირებითაც, თუმცა თავად მსჯავრდებულს არასოდეს გამოუხატავს სურვილი და არ უსარგებლია ამ უფლებით.

"დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც არ არის სწორი. უნდა ითქვას, ასევე ნახსენები საერთოდ არ იყო მისი სახელი და გვარი, ნახსენები იყო მისტერ ს. ეტყობა გარკვეული ფსევდონიმი ჰქონდა და შესაბამისად, არ ვიცი საიდან გაიშიფრა, რომ მისტერ ს. იყო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი.

კიდევ ერთ გარემოებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოს და ის არის მარტო და ფაქტობრივად, სამარტოო საკანს უთანაბრდება მისი ეს გარემოება.

აქვე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწად-ნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო, როდესაც ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად, რანაირად არის მარტო? თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს. ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე, შემდგომში საკანშიც," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

"წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა" კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება 18 იანვარს გამოაქვეყნა.

დღის ამბები