06 ივლისი 2024,   10:59
ვრცლად
იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, ირაკლი კობახიძეს აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება და უნარი, სწორად წარმართოს პროცესები - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანი განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება და, შესაბამისად, მას მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ოპოზიციის მხარდაჭერა არ სჭირდება.

"ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, აქვს უნარი, წარმართოს პროცესები სწორად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება კარგი პრემიერი და, რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას - მას ეს მხარდაჭერა, სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება,"- აცხადებს დავითულიანი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს. მინისტრთა ახალი კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა პლენარულ სხდომაზე გავა. იქამდე, ირაკლი კობახიძის სამთავრობო გუნდს ფრაქციებმა "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" დახურულ ფორმატში მოუსმინეს. პრემიერ-მინისტრის გარდა, იცვლება თავდაცვის მინისტრი - თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

დღის ამბები