16 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან, გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით - მიხეილ სარჯველაძე

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან, გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა - ეს არის მთავარი მახასიათებელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს უწყებაში მისი პირველი სამუშაო დღის დაწყებისას მედიასთან განაცხადა.

"ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე და ასევე იმ ნდობიდან გამომდინარე, რაც ჩემს მიმართ არის. 

ეს არის უმნიშველოვანესი საქმე, უმნიშვნელოვანესი მისიით. ეს არის ყველაზე მეტად საჭირო დარგი, რომელიც ასევე ყველაზე მეტად მტკივნეულია.

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა - ეს არის მთავარი მახასიათებელი.

დანარჩენ საკითხებზე კი მე მჭირდება დრო, რომ გავეცნო ყველაფერს, როგორია ცალკეულ საკითხებზე ხედვა,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები