16 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში 87%-ით ვლადიმერ პუტინი ლიდერობს

არჩევნების რეკორდული მაჩვენებლები რუსეთში. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 98%-ზე მეტი უკვე დათვალა. უწყების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს.

სხვა კანდიდატებს 3-4%-იანი მხარდაჭერა აქვთ. რეკორდულად სახელდება არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობაც და ის 73%-ს აღემატება. რუსეთში სამ დღიანი კენჭისყრა გუშინ, საღამოს 9 საათზე დასრულდა.

წინასწარი მონაცემების გავრცელების შემდეგ პუტინმა მედიასთან საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ რუსეთს წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს, თუმცა ამისთვის აუცილებლად დაასახელა ე.წ. სპეცოპერაციების ამოცანების გადაჭრა, თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება. აქვე პუტინმა არ გამორიცხა, უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონა შექმნას.

რუსეთის პრეზიდენტმა ნავალნის სიკვდილის შემდეგ პირველად ახსენა მისი გვარიც და დაადასტურა, რომ განიხილებოდა მის გაცვლა დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში.

დღის ამბები