თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ევრონესტში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური განხილვის საგანია.
შეგახსენებთ, ევრონესტში ჩაგდებული რეზოლუციის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულოპოციზიის წარმომადგენლებს აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ.
ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც აეროპორტის დატოვება პოლიციის თანხკებით მოუხდა, გიორგი ვაშაძე იყო. მისი განცხადებით, აეროპორტში განვითარებული მოვლენები სასაცილო პროვოკაცია იყო:
"კიდევ ერთი პროვოკაცია იყო აეროპორტში, რომელიც სასაცილოდ არ მეყო, რაზე ვისაუბროთ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოდ. რეზოლუცია მხარდასაჭერად საერთოდ არ გამოსულა, ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათ რეზოლუციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ:
"რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, რომ გვქონოდა ხელს მოვაწერდით და მეტიც, 10 ხმასაც მოვაგროვებდით," - პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით ხაჯიშვილი.