18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
ხუთი გარდაცვლილი და ასობით დაზარალებული - ექიმები მოქალაქეებს საშიში დიეტური დანამატების შესახებ აფრთხილებენ

ხუთი გარდაცვლილი და ასობით დაზარალებული, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ - ასეთია დიეტური დანამატების შედეგი იაპონიაში. ახლა უკვე, სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, მოქალაქეებს აფრთხილებენ საშიში ნივთირებების შესახებ, რომელსაც ბევრი ადამიანი ქოლესტერინის შესამცირებლად მოიხმარს. 

საუბარია წითელი საფუარის ბრინჯზე დაფუძნებულ პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება LDL ქოლესტერინის შესამცირებლად. გერმანიაში ასევე არსებობს ტაბლეტები, კაფსულები და ფხვნილები წითელი საფუარის ბრინჯის შემადგენლობით. 

რა არის წითელი საფუარის ბრინჯი?

ამბობენ, რომ წითელი საფუარი ბრინჯი ტრადიციული ჩინური მედიცინაა და იქმნება თეთრი ბრინჯის დუღილის შედეგად Monascus-ის გენის ფორმით. ის იყიდება სხვადასხვა სახელწოდებით, როგორიცაა: წითელი ფერმენტირებული ბრინჯი, "Angkak", "Monascus Red" ან "Red Koji".

პროდუქცია შემოთავაზებულია ბევრ ონლაინ-მაღაზიაში, როგორც დიეტური დანამატები და "ქოლესტერინის ბუნებრივი შემამცირებელი". 

კვების მედიცინის სპეციალისტი იელ ადლერი: 

"რადგან ეს პროდუქტები მცენარეული წარმოშობისაა და იყიდება ურეცეპტოდ, მომხმარებელი ფიქრობს, რომ ისინი ავტომატურად უფრო ჯანსაღია, ვიდრე მედიკამენტები, მაგრამ მონაკოლინის შემცველობის გამო (ობის შტამები), შესაძლოა სერიოზული გვერდითი მოვლენები მოხდეს კანზე, ნერვებზე, კუნთებსა და სხვასხვა ორგანოებზე... გვერდითი მოვლენების სახით შესაძლოა, განვითარდეს კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, სისუსტე, კანის გამონაყარი, აგრეთვე თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სისხლში შაქრის მომატება".

რატომ არის დანამატები უფრო საშიში ვიდრე მედიკამენტები?

"დიეტური დანამატები ექვემდებარება ნაკლებად მკაცრ ტესტირებას", - განმარტავს დიეტოლოგი. 

"სინამდვილეში ისინი შეიძლება იყოს დაბინძურებული, შეიცავდეს დამატებით ტოქსინებს და ასევე შეიძლება იყოს კანცეროგენული ან მუტაგენური. არ არსებობს პროფესიონალური კვლევები წითელი საფუარის ბრინჯის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე", - ამბობს ექიმი ადლერი.

დღის ამბები