18 მაისი 2024,   12:48
ვრცლად
სულეიმანჯების თემის ლიდერი, რომელსაც საკუთარ სახლში სამლოცველო თვითნებურად აქვს მოწყობილი, სახელმწიფოს შეთავაზებაზე უარს ამბობს

მერაბ მიქელაძე ისევ უარს ამბობს სახელმწიფოს შეთავაზებაზე. სულეიმანჯების თემის ლიდერს, რომელსაც დაბა ადიგენში, საკუთარ სახლში სამლოცველო თვითნებურად აქვს მოწყობილი, სახელმწიფო 2 ვარიანტს სთავაზობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მზადაა მერაბ მიქელაძეს ალტერნატიული ადგილი სამლოცველოსთვის სოფელ იჯარეთში გამოუყოს, ან მისი სახლი გამოისყიდოს.

სააგენტო საკითხზე მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად მუშაობს, თუმცა მიქელაძე მათ არ ექვემდებარება.

დღის ამბები