18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
სოფელ ლისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტი დასრულდა

სოფელ ლისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტი დასრულდა. მოწესრიგდა ერთ კილომეტრამდე შიდა საუბნო გზა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება ნახევარ-მილიონ ლარამდეა.

ასევე, ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი დასკვნით ეტაპზეა სოფელ მუხათწყაროშიც, სადაც მიმდინარე სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა დედაქალაქთან დაკავშირებას უმოკლესი და კეთილმოწყობილი გზით შეძლებს.

დღის ამბები