18 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე" ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ ბრუნდება - 15 უკვე კარგად ნაცნობი "პრაიმ ჰაუსელი", პროექტის სხვადასხვა სეზონებიდან, ფინალურ სეზონზე იკრიბება

"რუსთავი 2-ზე" ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ ბრუნდება! ყველა სეზონის ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური მონაწილეები ერთად, ერთ სახლში იცხოვრებენ. ფინალური სეზონისთვის 15 კონკურსანტი შეარჩიეს.

"პრაიმ ჰაუსის" ფინალური სეზონის სტარტამდე, მონაწილეებმა ყველაზე დრამატული, მოწონება-არ მოწონების იმიტაცია მოაწყვეს.

ეს იყო რეპეტიცია. ხმის მიცემის შედეგები რეალურ თამაშზე გავლენას არ იქონიებს, თუმცა არ არის გამორიცხული პირველ დასახელებაზე ხმები იგივე სქემით გადანაწილდეს. რეალური დასახელებისთვის 15 მონაწილე ემზადება.

15 უკვე კარგად ნაცნობი "პრაიმჰაუსელი", პროექტის სხვადასხვა სეზონებიდან, ფინალურ სეზონზე იკრიბება, რომელსაც "ოლ სთარი" ჰქვია.

სანახაობა, დრამა, ლავსთორი, კონფლიქტი, შერიგება, მეგობრობა, დიდი კონკურენცია, მხარდაჭერა თუ იმედგაცრუება, ეს ყველაფერი მაყურებელმა "პრაიმ ჰაუსის" 4 სეზონის განმავლობაში უკვე ნახა, მაგრამ ახალა ახალი სანახაობისთვის უფრო გამოცდილები, ახალი ენერგიით და შემართებით გამარჯვებისთვის მეორე შანსის გამოსაყენებლად იკრიბებიან.

მთავარი ინტრიგა ვინ იქნება "ოლ სთარის" წამყვანი. ის - ვისაც მიჰყავდა ყველა სეზონი.

ფინალურ სეზონში იცვლება წესები - მაყურებლის რჩეული მხოლოდ სატელეფონო ზარებით შეირჩევა. ეთერში გავა ყოველ სამუშაო დღეს, "რუსთავი 2-ზე" "პრაიმ ჰაუსის" დრო 23:00 საათია.

თამაში დაწყებულია, 15 მონაწილე უკვე სახლშია, მაყურებელი კი ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს კულმინაციურ სეზონს ეკრანზე ხვალიდან ნახავს.

ავტორი:ზურა ნერგაძე

დღის ამბები