აშშ-ში პენსილვანიის შტატში მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
სროლა ფილადელფიაში, "კლარა მუჰამედის" მოედანთან ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთის გარეთ მოხდა, სადაც ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
პოლიციის განცხადებით დაკავებულია ხუთი ადამიანი, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მათივე თქმით, დაახლოებით 30 გასროლა დაფიქსირდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მოხდა გასროლა, მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.