18 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
ისრაელში საქართველოს ელჩი - ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საელჩოსგან ნებისმიერ დროს მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ისრაელში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით საელჩოსგან მიიღონ.

"საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა ზაზა კანდელაკმა.

დღის ამბები