20 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
გვსურს, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, გელოდებით - პაველ ჰერჩინსკი

9 მაისი არის ევროპის დღეც - თარიღთან დაკავშირებით, მიმართვა გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

"გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, საქართველო წელს პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით.

"წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო, შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!" - აღნიშნავს ჰერჩინსკი.

დღის ამბები