16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, მომხრე ვარ, მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა, ყველა კითხვა მოიხსნას ჩვენ შორის - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, მე ვარ მომხრე, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. 

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან, აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, მე ვარ მომხრე, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაციაა, ვითარებაა, ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, როგორი ვითარებაა რეგიონში, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს." - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

დღის ამბები