16 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
თუ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარ, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა ეს არის "ქართული ოცნება", სხვა ალტერნატივა არ არსებობს - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ბორჯომში შეხვდნენ.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია.

"ვისაუბრეთ არჩევნების საკითხებზე, ბუნებრივია, შევეხეთ მიმდინარე საკითხებს, მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რეგიონში საერთოდ. გავაკეთეთ ანალიზი, გავუზიარე ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში ქვეყანაში მოვლენები, რა განსაცდელები გამოვიარეთ, რა გამოწვევებს გაუძლო ქვეყანამ და როგორ მოვედით დღემდე. მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩევნებისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. თუ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო ძალა "ქართული ოცნება". სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სხვა ალტერნატივა არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება "ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

დღის ამბები