"ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული?" ამას ვერ შეცვლის, წერეთ და იკითხეთ," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლას რუსული უწოდა და აღნიშნა, რომ "ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ არ დაბრუნდება."
"ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა რა არის ამ კანონში რუსული?" ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.