16 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა თქვა საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია - კანონის ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.

"სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია - ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო - ეს თქვა, ფაქტობრივად.

P. S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, "პრეზიდენტმა", - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები