საქართველოს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ეხმიანება.
როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ რა გზავნილები ექნება ჯეიმს ო’ბრაიენს. მაგრამ ამბობს იმას, თუ რა გზავნილები აქვს ქართულ მხარეს ამერიკელი დიპლომატისადმი - ესენია მშვიდობა და სუვერენიტეტი.
"ვერ გეტყვით, რა გზავნილებს ჩამოიტანს - გზავნილი ჩვენ გვაქვს ერთადერთი: გვინდა მშვიდობიანად ევროპაში შესვლა, სუვერენიტეტით ევროპაში შესვლა, ღირსებით ევროპაში შესვლა და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ცხოვრება მშვიდობიანად და ეკონომიკური წინსვლით, დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობებით. გამომდინარე აქედან, აი, ამ ფორმატში ჩვენ ყველას ვეთანამშრომლებით. დანარჩენი რა იქნება, იმის მოლოდინი და ამ შიშებში ცხოვრება, დამთავრებულია საქართველოში,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.