პარლამენტის უკან, სადაც პოლიცია მოქალაქეებს ტერიტორიას ატოვებინებს, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე ვითარება დაძაბულია, თუმცა, ამ დროისთვის, ტერიტორიას სრულად იკავებს სპეცრაზმი, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც.
ადგილზე საპოლიციო ძალების მისამართით აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო," ისმის უცენზურო შეძახილებიც.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს მოუწოდა, არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.