ჯიმ ო"ბრაიენს ავუხსენი კანონის მიღების აუცილებლობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ზე:
"გავმართეთ ხანგრძლივი შეხვედრა შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო"ბრაიენთან, ყველა საკითხი გულწრფელად განვიხილეთ, რომელიც დაკავშირებულია შტატები-საქართველოს ურთიერთობებთან, მათ შორის საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ. შეხვედრის დროს ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს შეშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ჯიმ ო"ბრაიენს ავუხსენი კანონის მიღების აუცილებლობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოვთქვი მმართველი გუნდის მზადყოფნა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი არგუმენტი სათანადო ყურადღებით განხილვის შესახებ. აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც მოითხოვს ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან მიდგომას," - წერს ირაკლი კობახიძე.