ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში შიდა პროცესებში ჩასარევად არ ჩამოსულა. ბაიბა ბრაჟეს თქმით, საქართველო ევროკავშირის ნაწილია.
"ჩვენ თქვენი ახლო მეგობრები ვართ, აქ არ ვართ თქვენს შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩასარევად - მინდა, ამას ხაზი გავუსვა.
ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ქვეყნის 80 პროცენტზე მეტი ამის მომხრეა, ჩვენ, როგორც ბალტიის წარმომადგენლებმა, ნორდიკულმა ქვეყნებმა, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებმა, ფინანსური, პოლიტიკური და სხვა კაპიტალი გავიღეთ საქართველოს დასახმარებლად ამ ამოცანის შესრულებისთვის.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს ინტერესი დარჩება უცვლელი, ჩვენ გვინდა და ვხედავთ საქართველოს ევროკავშირის ნაწილად. ჩვენთვის ძალიან რთულია, გავიგოთ, თუ რატომაა ეს კანონი ახლა შემოღებული. გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იქნება ის გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ სრულიად გადახედოს თავის გადაწყვეტილებას," - აცხადებს ბაიბა ბრაჟე.