26 დეკემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ისინი შემოუერთდნენ აქციას, მიმართეს საზოგადოებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს, რომ საქართველო არის ევროპა - გიორგი კაპანაძე ევროკავშირის მინისტრების აქციაზე მისვლის შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტრების აღნიშნული ქმედება ქართველი ხალხის თანადგომის გამოხატულებაა. 

ამის შესახებ გიორგი კაპანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ევროკავშირი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მეგობრები და ისინი, ვისაც საქართველოს გამარჯვება და წინსვლა სურს, მხარს უჭერენ ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს და არა რომელიმე პარტიას და ან ხელისუფლებას, და ეს იყო სწორედ დემონსტრირება იმისა, რაც ცოტა ხნის წინ რუსთაველზე ხდებოდა. ისინი შემოუერთდნენ აქციას, მიმართეს საზოგადოებას და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს, რომ საქართველო არის ევროპა.

ხელისუფლებას უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს უკან რუსულ ჭაობში, მაგრამ ეს არ გამოუვა, როგორი რუსული კანონებიც არ უნდა მიიღოს, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას გასწევს გვერდით და გააგრძელებს გზას ევროკავშირისკენ," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ. საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.

დღის ამბები