სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, პროევროპული ფრონტის შექმნის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების თემაა. უმრავლესობის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია ოპოზიციის წარმომადგენელია.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის თქმით, დიდი ხანია ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, "რადიკალების" ლიდერად ჩამოყალიბდეს.
"ქალბატონი სალომე რომ ცდილობს რადიკალების ლიდერად ჩამოყალიბდეს, ამას კარგა ხანია საზოგადოება თვალს ადევნებს, მაგრამ ახლა თავადვე განაცხადა, რომ მე ვარ თქვენი ლიდერიო და არჩევნებზე ყველა უნდა გამომყვეთ უკანო. დაახლოებით ასეთი იყო მისი გზავნილი. შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი სალომე ამ რადიკალების თავში დადგება თუ ბოლოში, არანაირი აზრი არ აქვს, ეს არის პოლიტიკური უმცირესობა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს," - განაცხადა გიორგი კახიანი.